„სასტიკი ანგარიშსწორება, სადამსჯელო ოპერაცია" - Amnesty International აქციებზე

პუბლიკა

Amnesty International რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიციამ ძალადობრივად დაშალა სრულიად მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში.

„რაც გუშინ თბილისში ვნახეთ, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამო. ხელისუფლების მოქმედებდა ისე, თითქოს ეს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტონ, სად შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს გაპროტესტება და გამოიყენოს სპეცრაზმი დასაშლელად და თვითნებურად დააკავოს მონაწილეები ძალადობის გამოყენებით. იყო შემთხვევები, როგორ მისდევდა პოლიცია გაქცეულ მონაწილეებს და ურტყამდა ხელკეტებს, სცემდა მათ უმოწყალოდ. მშვიდობიანი დემონსტრაციის ხელშეწყობის ნაცვლად, პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია წარმართა”, – ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty International მოუწოდებს უწყებებს, ჩაატარონ სწრაფი, მიუკერძოებელი და სიღრმისეული გამოძიება და დააყენონ მათი პასუხისმგებლობა, ვინც უკანონოდ გამოიყენა ძალა. ორგანიზაცია, ასევე, შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანის შეკრება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების კუთხით.