სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიციაა მობილიზებული

პუბლიკა

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“საპროტესტო აქცია იგეგმება. სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს სამართალდამცავები იცავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ნიკა მელიაც, ის კომპლექსთან გამთენიისასაც იყო მისული.

„მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან და უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს. ჩვენ კიდევ უნდა უზრუნველყოთ, რომ ქორწილი არ ჩატარდეს.“ – განუცხადა ნიკა მელიამ ტვ „პირველის“ ჟურნალისტს.

ტელეკომპანია „მთავარი“ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოშია სერგეი ლავროვის შვილიც, ეკატერინე ლავროვაც თუმცა ყვარელში მის სტუმრობას უარყოფს „ყვარლის ტბა“.

საქართველოში ქორწილს იხდის სემიონოვიჩ ვინოკუროვი, მან საკუთარ ინსტაგრამზე საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ის სერგეი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმაა.