სასულიერო პირებმა ზუგდიდის ქუჩები მანქანებიდან აკურთხეს

პუბლიკა

„ოდიშინიუსის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ზუგდიდის ქუჩები აკურთხეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დილით ზუგდიდის საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევის რიტუალის შემდეგ სასულიერო პირები რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ და ქალაქის სხვადასხვა უბნისკენ პიკაპის ტიპის ავტომობილებით დაიძრნენ.

ქუჩების კურთხევას  ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე.