ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე სასულიერო პირი მრევლს დანაშაულის ჩადენისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებს.
ის მორწმუნეებს მიმართავს, რომ იძალადონ სამშობლოსთვის და ღმერთისთვის.
ამ განცხადებით სასულიერო პირი ქმნის ძალადობის ესკალაციის მყისიერ საფრთხეს.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათგან ველით პასუხს, თუ რა რეაგირება ექნება პოლიციას ძალადობრივ მოწოდებაზე.
„პუბლიკა” გმობს ძალადობრივ განცხადებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიცვას ადამიანის უფლებები.