სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში - საკოორდინაციო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს დიდი ქალაქების ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

„თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების სამინისტროს ცნობითვე, სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც.


საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 045.

StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 111 818, ბოლო 24 საათში – 3 128;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 92 215, ბოლო 24 საათში – 3 045;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 1 051 , ბოლო 24 საათში – 39;
  • კარანტინის რეჟიმში – 2 102;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 192;
  • Covid-სასტუმროში მყოფი პირი – 3 739.