სასწავლო პროცესის დაწყების წინ გამყრელიძე მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებებს მიმართავს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასწავლო პროცესის დაწყების წინ ზოგად რეკომენდაციებზე საუბრობს.

მისი თქმით, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. გამყრელიძე ამბობს, რომ სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია.

ის ასევე მშობლებსა და მასწავლებლებს მიმართავს:

„განსაკუთრებით ახლა,  ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სერიოზული მობილობა იქნება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ.

გამოიძახონ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით და მეთვალყურეობით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, აუცილებლად ყველამ ვატაროთ პირბადე“, – აცხადებს გამყრელიძე.