2024 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია:
2024 წლის I კვარტალში „ტელეიმედს” 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმამ“, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა, „ნესტლე საქართველომ“, „დიპლომატ ჯორჯიამ“, „ავერსი ფარმამ“, „Reckitt Benckiser healthcare“-მ და „მაკდონალდმა“ გადაუხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „იბერია რეფრეშმენტსმა“ დახარჯა.
„რუსთავი 2”-ში (მედია ჰოლდინგი) „პსპ ფარმამ“ და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯეს, „ავერსი ფარმამ“ და „ნესტლე საქართველომ“ 50 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო „დიპლომატ ჯორჯიამ“, „მარტინ პამაჩმა“, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare“-მ, „ლაქტალის ჯორჯიამ“, „თიბისი ბანკმა“ და „იბერია რეფრეშმენტსმა“ 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაიხადეს.
„პოსტვ“-ის რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „ჯეოკეპმა“, „კავეამ“, „ბუნებრივმა აირმა“, „სტერეო+-მა“, „რესპუბლიკამ“ გადაიხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხა „ქართული რძის პროდუქტებმა“, შპს „ბუნება“-მ, გიორგი სანებლიძემ, „ტიფლის ფაბმა“ და შპს „გრინ ლენდმა“ დახარჯეს.
„მთავარი არხს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე დაკვეთა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „პსპ ფარმამ“ და „ავერსი ფარმამ“ მისცეს, 50 000-დან 100 000 ლარამდე „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“-მა, „მაკდონალდსმა“, „სელფი მობაილმა“ და „დიპლომატ ჯორჯიამ“ დახარჯეს, Henkel Central Asia Caucasus-მა, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ და „გლოვომ“ ტელევიზიას 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს.
„ტელეკომპანია პირველს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმამ“, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ გადაუხადეს. იმ დამკვეთების ჩამონათვალი კი, რომლებმაც ტელევიზიაში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს ასეთია: „პირველი მეღვინეობა“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „მაკდონალდსი“, „ევრომეტალი“, „სელფი მობაილ“, „სილქნეტი“, „ლიბერთი ბანკი“ და „დანკინ დონათსი“.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს „თეგეტა მოტორსი“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, „თიბისი ბანკი“, „ორთაჭალა გეითი“, „კავეა“, „ემტექნიკსი“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ არიან.
„ჯი-დი-ეს“-ის დამკვეთების ათეული, რომლებმაც მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაუხადეს ასეთია: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, Reckitt Benckiser healthcare, „იბერია რეფრეშმენტსი“, Henkel Central Asia Caucasus, „გლოვო“, „ნესტლე საქართველო“, „ვოლტი“, „მონდელიზ საქართველო“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „ლაქტალის ჯორჯია“.