სათხილამურო კურორტების აღდგენას 1 თებერვლიდან ვერ ვახერხებთ - ცქიტიშვილი

პუბლიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეპიდსიტუაციის და მაღალი რისკების გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან სათხილამურო კურორტები ვერ იმუშავებენ.

„სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სათხილამურო კურორტები არ ფუნქციონირებენ. სამწუხაროდ, ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ძალიან მაღალი რისკებიდან გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენას პირველი თებერვლიდან ვერ ვახერხებთ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.