სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი დაიღუპა, 12 დაშავდა – შსს

პუბლიკა

აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა და 12 დაშავდა.

„პუბლიკას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი. უმძიმეს მდგომარეობაში არიან სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და ერთ-ერთი მგზავრი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

განახლება: მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.