საუკეთესო შეთავაზებაა, იყო სპეკულაციები გორის ჰოსპიტალზე, რასაც საფუძველი არ აქვს | კობახიძე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც განაცხადა, რომ სამინისტრო სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში სთავაზობს გადაყვანას, მედიასთან კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შეთავაზება გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე ოპტიმალური და საუკეთესოა.

„რაც შეეხება გორის ჰოსპიტალს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია კონკრეტული მოსაზრებების გათვალისწინებით. პირველი ეს არის სამედიცინო თვალსაზრისით – მთლიანად არის აღჭურვილი ეს ჰოსპიტალი შესაბამისი აპარატურითა და პერსონალით და მეორე – უსაფრთხოების მოსაზრებები იქნა გათვალისწინებული.

ეს არის ოპტიმალური, საუკეთესო შეთავაზება და ველოდებით პრაგმატულ გადაწყვეტილებას. იყო გარკვეული სპეკულაციები გორის ჰოსპიტალთან დაკაშირებით, თუმცა ამას არავითარი საფუძველი არ აქვს.“ – განაცხადა კობახიძემ.

გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ჯერ ცნობილი არაა.