სავაჭრო ცენტრი „მერანი” 19 მარტიდან მუშაობას დროებით წყვეტს. Faceboo-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „საზოგადოებაზე ზრუნვისა და მიღებული უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით” სავაჭრო ცენტრმა ჯერ დეზინფექცია ჩაატარა, შემდეგ კი დროებით მუშაობის შეწყვეტის გადაწვყეტილება მიიღო.
„იმედი გვაქვს, მსოფლიოში არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდება და მალე დაგიბრუნდებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერია განცხადებაში.