თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მას სავალდებულო ჯარი არ გაუვლია. ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ ბურჭულაძემ როგორც განაცხადა, ამის მიზეზი ის იყო, რომ 17 წლის ასაკში შექმნა ოჯახი.
„არ მაქვს მე სავალდებულო ჯარი გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს მეორე დღეა უსმენენ. იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და ის ახალმა პრემიერმა უნდა შეცვალოს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.