სავალდებულო საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს - ევროპული საქართველო

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველო“ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ პერიოდში სულ სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად.

„დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი დარჩებათ, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას. სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად”, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.