SAVANTA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ „მედიის თავისუფლების ფონდის“ დაკვეთით ჩატარდა, შეკითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – „ხალხის ძალა“ – 35%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19%;
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
- „ძლიერი საქართველო” – 9%;
- „გახარია – საქართველოსთვის“ – 8%;
- „გირჩი“ – 3%;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
- სხვა – 5%.
„მთავარი არხის“ ცნობით, არჩევნების ასეთი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება:
- „ქართული ოცნება – ხალხის ძალა” – 61 დეპუტატი;
- „კოალიცია ცვლილებისთვის” – 33 დეპუტატი;
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 28 დეპუტატი;
- „ძლიერი საქართველო” – 15 დეპუტატი;
- „გახარია – საქართველოსთვის” – 13 დეპუტატი.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი.
კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 81% (1520 ადამიანი).
საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.