SAVANTA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“, „მედიის თავისუფლების ფონდის“ დაკვეთით ჩატარდა, შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – „ხალხის ძალა“ – 36%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%;
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 14%;
- „გახარია – საქართველოსთვის“ – 10%;
- „ძლიერი საქართველო” – 8%;
- „გირჩი“ – 3%;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
- სხვა – 6%.
კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ დროა „ქართული ოცნება“ შეიცვალოს – 53% ამბობს, რომ დიახ, 28% ამბობს, რომ ცვლილება საჭიროა, მაგრამ უკეთესის ალტერნატივა არ არსებობს, 14% ამბობს, რომ მოსწონთ თუ როგორ მართას „ოცნება„ ქვეყანას, ხოლო 5% ამბობს არ ვიცი/უარი პასუხზე.
ტელევიზიის ცნობით, კითხვაზე რომელ პარტიას ან კოალიციას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში? პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 32%
- „ქართული ოცნება“ – „ხალხის ძალა“ -28 %
- „გირჩი“ – 14%
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 6%
- “კოალიცია ცვლილებისთვის” – 5%
- “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5%
- “გახარია – საქართველოსთვის” – 4%
- “ძლიერი საქართველო” – 3%
„მთავარის“ ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1 561 ადამიანი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს +/- 2,48%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 22%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 78% (1561 ადამიანი). საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე შუალედში.