ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის” „მედიის თავისუფლების ფონდის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.
შეკითხვაზე, რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? პასუხები ასე გადანაწილდა:
- ფასების ზრდა/ინფლაცია – 36%
- სამუშაო ადგილები – 32%
- სიღარიბე – 29%
- ტერიტორიული მთლიანობა – 28%
- პენსია – 20%
- ემიგრაცია – 20%
- ჯანდაცვა – 19%
- ევროკავშირის წევრობა (დაბრკოლებები გაწევრიანების გზაზე) – 18%
- განათლება – 17%
- სამართლიანობის აღდგენა – 10%
- რუსეთთან ურთიერთობა – 10%
- კრიმინალი – 9%
- სამართლიანი არჩევნები – 9%
- კორუფცია – 9%
- სასამართლო სისტემა – 6%
- ნატოში გაწევრიანება (დაბრკოლება გაწევრიანების გზაზე) – 5%
- სხვა – 2%
- უარი პასუხზე – 1%
„მთავარი არხის“ ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1 561 ადამიანი.
კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს +/- 2,48%-ს, 95%-იანი სანდოობით.
იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 22%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 78% (1561 ადამიანი).
საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე შუალედში.