„ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში. არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. მას პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური იმიტომ, რომ არ გამოუვიდა პროვოკაცია და ამიტომ მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას ეს მაისური“, – ასე უპასუხა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მომხდარ ინციდენტზე შეკითხვას.
აქტივისტები ამბობენ, რომ გუშინ ვარკეთილში სკვერის გახსნაზე მისულმა ქალაქის მერმა მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტს ხელი დაარტყა და მაისური შემოახია.
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტმა კახა კალაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას მიმართა.
დიმიტრი ბიძინაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ განცხადება თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული პოლიციის განყოფილებაში კახა კვეკვესკირმა შეიტანა.