პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორც ძალადობს ქალზე, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო და „მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.
როგორც მარიამ სიჭინავა აცხადებს, ვიდეო კონფიცდენციალურმა წყარომ მიაწოდა. მისივე თქმით, კადრები დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროსთან არის გადაღებული.
„ვიდეოზე ასახულია მამაკაცი, რომელსაც აცვია პოლიციელის ფორმა. ჩემი წყარო ადასტურებს, რომ ეს არ იყო დაცვის პოლიციელი. ის იყო ჩვეულებრივი, რიგითი პოლიციელი, რომელიც ძალადობდა ქალზე. მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი“, – აცხადებს მარიამ სიჭინავა „TV პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ძალადობის ფაქტს. იგი გეგმავს ზუგდიდის სამმართველოში მისვლას და ვიდეოს მტკიცებულების სახით წარდგენას.