ლილოს ბაზრობის მიმდებარედ მუშა დაიღუპა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ცნობით, სამშენებლო სამუშაოების დროს ბეტონის ფილები ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.