სავარაუდოდ, თებერვალში მოვხსნით რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები თებერვალში აღდგება. ამის შესახებ მან „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა.

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი; კონკრეტულ თარიღებს დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება, სავარაუდოდ, ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით.

ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოსურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონკრეტული კონტროლირებადი  ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი იმის კვალობაზე, რომ მსოფლიოშიც თანდათან უკვე იწყება ვაქცინაცია და  ის იწყება ჩვენთანაც“, – განაცხადა თურნავამ.