საწარმოო ინციდენტები არ აქვს აღრიცხული 130 სამშენებლო ობიექტს – ინსპექტირების შედეგები

პუბლიკა

„პუბლიკა“ გთავაზობთ მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დაღვევის შესახებ საჯარო ინფორმაციას, რომელიც თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა გასცა.

თბილისის მერია

მერიის ინფორმაციით, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის წლების მიხედვით დაჯარიმებისთვის გაცემული დადგენილებების რაოდენობა ასეთია:

  • 2017 წელს საქმის წარმოება 157 ობიექტზე დაიწყო, აქედან სამსახურმა მიიღო 31 დადგენილება დაჯარიმების შესახებ.

  • 2018 წელს –  69 ობიექტზე, აქედან სამსახურმა მიიღო 38 დადგენილება დაჯარიმების შესახებ.

  • 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე დაიწყო საქმის წარმოება 128 ობიექტზე, აქედან სამსახურმა მიიღო 128 დადგენილება დაჯარიმების შესახებ.

როგორც უწყებაში ამბობენ, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის განსაზღვრული 3000-ლარიანი ჯარიმა, 2018 წლის 21 მარტს საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაიზარდა და 30 000 ლარი გახდა

ჯანდაცვის სამინისტრო

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის აგვისტოდან – 2019 წლის ნოემბერის ჩათვლით „შრომის უსაფრთხობის შესახებ“ კანონის შესაბამისად განხორციელებული ინსპექტირების მონაცემები მოგვაწოდა.

მათი ინფორმაციით, დეპარტამენტმა 2018 წლის აგვისტოდან – 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით 1 110 ინსპექტირება (პირველადი, განმეორებითი და შემდგომი დარღვევების სრულად გამოსწორებამდე) განახორციელა 554 საწარმოში. აღნიშნულთაგან 237 არის სამშენებლო ობიექტი.

ინსპექტირების შედეგად:

  • საწარმოო ინციდენტები არ აქვს აღრიცხული 175 საწარმოს, რომელთაგან 130 სამშენებლო ობიექტია.

  • უსაფრთხოების სპეციალისტი (უსაფრთხოების სამსახური) არ ჰყავს – 264 საწარმოს.

  • 465 საწარმოდან, შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევისთვის, სამუშაო პროცესი შეუჩერდა 73 საწარმოს, მათ შორის 68 სამშენებლო ობიექტს, ყველა დანარჩენს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება, გაიცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა გამოსწორებისთვის.

  • ვადის გასვლის შემდგომ, განმეორებითი შემოწმებისას შეუსაბამობები სრულად გამოასწორა 123-მა, დანარჩენს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა, (მათ შორის შრომის ინსპექტორის საქმიანობის ხელშეშლისთვის) დაეკისრა 600-დან 14 000 ლარის ფარგლებში.

  • ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო 2 საწარმო დაჯარიმდა 50 000 ლარით.

მოწოდებული ინფორმაციით მიხედვით, საჯარიმო თანხამ, დამუშავებული მონაცემების შესაბამისად, 875 800 ლარი შეადგინა.