ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა ზღვარზეა.
„ჯანდაცვის სექტორში, რეალურად, საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დადგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეული ექიმის და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ინფექციის გავრცელების პროცესში“, – განაცხადა ტიკარაძემ.