ესპანეთში, ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, 55 წლის მამაკაცი იყო ონკოპაციენტი და ჰქონდა ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა.
მინისტრი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ამბობს, რომ საქართველოს საკონსულოს ბარსელონაში ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს.