საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის COVID-19-ზე ონლაინ კონსულტაცია იწყება

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები დაიწყება.

„მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს Facebook გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პირველი ასეთი ონლაინ კონსულტაცია გაიმართება დღეს – 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს გვერდზე: https://www.facebook.com/ambasciatadigeorgia/

უწყება მოქალაქეებს სთხოვს, შეკითხვები გააგზავნონ მისამართზე: Rome.doctor@mfa.gov.ge

სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაციების მიმდინარე კვირის გრაფიკი: 21 მარტი – ესპანეთი; 22 მარტი – საფრანგეთი;
მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს – 23 მარტს