საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი − უფასოდ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე: რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა; რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.
პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე: რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს; რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.