სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად კვეთის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.