პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრს აირჩევს. ერთი წევრი უმრავლესობის კვოტით შეირჩევა, ორი კი – უმცირესობის.
კენჭისყრაზე გავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წინასწარ 14 პარლამენტარის მხარდაჭერას მიიღებენ.
საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტის უმცირესობის გარეთ დარჩენილ წევრებს პარლამენტისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატები სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 8 კანდიდატიდან უნდა შეერჩიათ.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს ასარჩევად გია მურღულიას კანდიდატურას წარუდგენს. ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსმა“ და სხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.
ასევე რეგისტრაციისთვის საჭირო 14 ხმა მიიღო დოდო შონავას კანდიდატურამ. „ევროპული საქართველოდან“ 14 ხმა ზაზა აბაშიძეს ერგო.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბორდის წევრთა ასარჩევი კანდიდატების სია ჯერ არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, უცნობია დაემატება თუ არა ამ სიას სხვა კანდიდატი.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდაჭერა 4 კანდიდატს აქვს. [კანდიდატს პარლამენტში კენჭისყრაზე წარსადგენად 14 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება].
ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურის წარდგენას პარლამენტისთვის ასარჩევად მხარი დაუჭირა 14 დეპუტატმა. ესენი არიან:
- ლომია გიორგი
- მარშანია ადა
- მიქაძე გელა
- ინაშვილი ირმა
- კვიციანი ემზარი
- ჟორჟოლიანი გია
- წიკლაური მირიანი
- გეგიძე ბიძინა
- ერქვანია ალექსანდრე
- მოსიძე გიორგი
- ჭიჭინაძე დავითი
- მარიამ ჯაში
- ნარჩემაშვილი კობა
- ბეგაძე გიორგი
დოდო შონავას კანდიდატურის მხარდამჭერები არიან –
- ბესელია ეკა
- გოგუაძე ნინო
- ფრუიძე ირინე
- ჩუგოშვილი თამარი
- ჩხეიძე ნატო
- ცქიტიშვილი დიმიტრი
- ძიძიგური ზვიადი
- ხულორდავა თამარი
- ხუციშვილი ზაზა
- კობერიძე ლევან
- ფოფხაძე გედევან
- გოგიჩაშვილი ლევან
- კვაჭანტირაძე ზვიად
- ნაცვლიშვილი ბექა