„საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორი სამსახურიდან გაგდებით ემუქრება თანამშრომელს, თუკი იგი პირველი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობასკიდევ ერთხელ გააკრიტიკებს.
მაუწყებლის ჟურნალისტს თამარ მშვენიერაძეს, დირექტორმა თამარ მშვენიერაძემ საყვედური გამოუცხადა, – “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებელობის და ეჭქვეშ დაყენების, და ამის გამო დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო.
დოკუმენტის მიხედვით, საყვედური 12 თვის მანძილზე მოქმედებს და თუკი თამარ მშვენიერაძე ამ „დარღვევას” ამ ხნის მანძილზე კიდევ გაიმეორებს, იგი შესაძლოა გათავისუფლდეს სამსახურიდან.
ეს არის იმ ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი, რომლითაც პირველი არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს საყვედური გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ რამდენიმე წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლა, ხოლო მშვენიერაზეს და კიდევ ორ თანამშრომელს საყვედური გამოუცხადა.