საზოგადოებრივ მაუწყებელში აქციის მონაწილეებსა და არხის მენეჯმენტს შორის შეხვედრა ნაწილობრივ შეთანხმებით დასრულდა.
ორგანიზატორების თქმით, არხი დათანხმდა, ეთერი დაუთმოს საზოგადოებას და ოპოზიციას.
„მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ისმოდეს ხალხის ხმა, ამასთან დაკავშირებით მივიღეთ თანხობა ნაწილობრივ… შემოთავაზება არის ის, რომ არსებულ ფორმატში მოხდეს, რომელიც უკვე გააჩნია ტელევიზიას. პრეზიდენტთან ინტერვიუსთან დაკავშირებით არის თანხმობა და აპარატიდან პასუხს ელოდებიან, რა ფორმატსაც პრეზიდენტი მოისურვებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
გიორგი ჭანტურიას თქმით, მოთხოვნა არხის მენეჯმენტის გადადგომასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან უკვე მესამე დღეა აქცია იმართება.