საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დაასრულა მსჯელობა მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის კრიტიკულ განცხადებებზე.
„ამის ასე დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება” – თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.
„უპასუხონ გამოძიებას, იქ სხვანაირად იქნება კითხვები დასმული ყველას მიმართ, მეც ვუპასუხებ” – ამბობს კიდევ ერთი წევრი, ბონდო მძინარიშვილი.
“შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ყველაფერში მასონური ლოჟაა ჩარეული,” – განაცხადა საბჭოს წევრმა თამილა დოლიძემ.
“აქ საქმეში პროკურატურა უნდა ჩაერთოს,” – დაეთანხმა დანარჩენებს გიორგი იაკობაშვილი.
ბორდის წევრები ეჭვს გამოთქვამენ, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებენ არხის პოლიტიკას, შესაძლოა დაინტერესებულნი არიან “ფინანსებით, ან პოლიტიკური ინტერესით, ან ორივეთ ერთად”.
ბორდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჟურნალისტების საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.