საზმაუს ფილმმა ხელი შეუწყო მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას - აბსანძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ დავით გარეჯის თემაზე „პირველი არხის“ ეთერში გასულმა ფილმმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას ხელი შეუწყო. ამის შესახებ აბსანძემ 5 მაისს საავტორო გადაცემა კვირის ინტერვიუში ისაუბრა და ბოდიში მოუხადა მაყურებელსა და ივერი მელაშვილს.

„გარეჯის მთის სიმართლე“  – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც „პირველი არხის“ ეთერში 29 აპრილს გავიდა პროექტ – „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფარგლებში.

„ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. ეს სულ მცირე ცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ, სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებელს სტანდარტს. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც“, — აღნიშნა ტელეწამყვანმა.