საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარედ საბჭოს ახალი წევრი, საზმაუს ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ირჩევენ.

სამეურვეო საბჭოს სხდომა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.