საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში მყოფ მძევლებს „ტერორ-სპექტაკლის მონაწილეებს“ უწოდებს.
„დააკვირდით, როგორმა სიმშვიდემ დაისადგურა ბანკის შენობაში! დააკვირდით, როგორ მშვიდად სხედან თავჩარგულები! რომელს ეტყობა შიში? – არცერთს! ამიტომ, ნუ ღელავთ: არავინ არავის არ მოკლავს! ყველა ერთმანეთს იცნობს, – ნიღბიანიც და უნიღბოც! ისინი, ვისი მონაწილეობაც ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლის დადგმის დროს არ იყო გათვალისწინებული, უკვე გამოუშვეს! ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი ტერორისტული ვინეგრეტით! ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი!“, – წერს მძინარაშვილი საკუთრარ Facebook-გვერდზე.
ბონდო მძინარაშვილი 1 ივლისს საქართველოს პარლამენტმა 95 ხმით აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად.