საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგება, მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მის გარეშე კი მგზავრებს ტრანსპორტში არ აუშვებენ.

„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ისე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეებს მიმართა, რომ მერიამ ზედამხედველობა გაუწიოს ამ საკითხს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრები არ აუშვან. კალაძის თქმით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება ღია ფანჯრებით მგზავრობაც, ტრანსპორტის ვენტილაციისთვის.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიციონერი ჩართული. ღია ფანჯრებით მაქსიმალურად უნდა ნიავდებოდეს ჰაერი. მეტროს არ აქვს ამისი აუცილებლობა, იქ ისედაც ნიავდება ჰაერი“, – თქვა კალაძემ.