საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდა

პუბლიკა

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ანაზღაურება 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გიაზრდა.

გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო სამეურვეო საბჭომ დღეს დაამტკიცა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ „მედიაჩეკერს“ განუცხადა, რომ დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ.

დღეს ასევე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს.

კონკურისის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი.

სამეურვეო საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო.