როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აცხადებს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი.
მათი თქმით, ეს ინფორმაცია მათ მოიპოვეს, ტელეკომპანიის ინფორმაციით სატრანსპორტო კომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა მთავრობის პრესამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ტრანსპორტის აღდგენის ზუსტ დროზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან და ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.