საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება 13 სექტემბრამდე გადაიდო

პუბლიკა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დაანონსებული იყო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდებოდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეს თარიღი გადაწიეს.