სეისმური ცენტრის განახლებული მონაცემებით, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, საქართველოში მიწისძვრის სიძლიერე 6.2 მაგნიტუდა იყო.

ბიძგები 22:25 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მიწისძვრას ჰქონდა ორი მომყოლი მიწისძვრა – 4.5 და 3.8 მაგნიტუდის სიძლიერის.