თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, სენაკის სამხედრო ბაზაზე კარანტინის გამოცხადების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს.
„სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით, გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე გაიარა.
აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით მონაცემები ასეთია:
• თბილისი – 29;
• აჭარა| ბათუმი – 144; ქობულეთი – 1;
• იმერეთი| ქუთაისი – 7; საჩხერე – 1;
• შიდა ქართლი|გორი – 4;
• ქვემო ქართლი| გარდაბანი – 3;
• გურია| ოზურგეთი – 4;
• ზემო სვანეთი-სამეგრელო| ზუგდიდი – 2; ფოთი – 1.
• მცხეთა-მთიანეთი| მცხეთა – 1.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა. ეს კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.