სენაკის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ სენაკში, სოფელ ფოცხოში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. 12 წლის გოგო ნალიაში ოჯახმა იპოვა. ადგილობრივი მედია თანასოფლელებზე დაყრდნობით ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ბავშვმა თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებენ, რომ იპოვეს გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგო და მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.