სენაკის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ინგა ქარდავა სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოს აქვეყნებს აღწერით:
„მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი გადადგა. აი, ესეც ასე… ჩავიდა და მიაჩმორა, არ აკმარა და კიდევაც გაააყენა“.
ფოტო, რომელსაც სენაკის საკრებულოს წევრი აქვეყნებს, მადრიდშია გადაღებული. საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილმა ბრიტანეთის პრემიერი საქართველოში მოიწვია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, თუმცა დროებით რჩება პრემიერად, სანამ მის შემცვლელს აარჩევენ.
რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელისუფლება ავითარებს კონსპირაციულ თეორიას, თითქოს დასავლეთი ცდილობს, რუსეთთან ომში ჩაითრიოს საქართველო. ამ თეორიას კელი დეგნანმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რუსული დეზინფორმაცია უწოდა.