სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის „რადიო ათინათის“ ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი – დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.