სენატმა უკრაინისთვის $40 მილიარდის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11, თავი შეიკავა სამმა.

ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება.