სენატორი რიში: შეშფოთებული ვარ კანონით, რომლის მიღებაც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს

პუბლიკა

სენატორი ჯიმ რიში „ოცნების” მიერ მეორე მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს ეხმაურება და წერს, რომ შეშფოთებულია კანონით, რომლის მიღებაც ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტეს.

„შეშფოთებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, რომლიც მიღებას ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ევროინტეგრაციისგან აშორებთ. არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანად მუშაობის საშუალება ხელისუფლების ჩარევის გარეშე, რომელსაც მათი მუშაობა არ მოსწონს”, – წერს სენატორი ჯიმ რიში.


დღეს პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 23-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონის მიღებამდე მესამე მოსმენაა დარჩენილი. მესამე მოსმენის დროს კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა განიხილება. მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.

რუსული კანონის მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, 12 მაისის სასესიო კვირაში გაიმართება.

პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს. მესამე კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს 14 დღე აქვს.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, შესაძლებელია, კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ კანონი საბოლოოდ მიღებულად ჩაითვლება.