სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ჩოხატაურის სკოლის მასწავლებელი დააკავეს

პუბლიკა

ჩოხატაურის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ადანაშაულებენ, დაკავებულია, – ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.