პოლიტიკოს გოგი წულაიას, რომელიც გუშინ ძალადობის ბრალდებით დააკვეს, ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ მისი ადვოკატი ვალერი გელბახიანი ავრცელებს ინფორმაციას.
მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, გოგი წულაია ბრალს არ აღიარებს.
პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა.