სერბეთის მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ხელმძღვანელობდა, გადადგა – მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება იანვრის ბოლოს გააკეთა, თუმცა ბელგრადის პარლამენტმა მოთხოვნა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაადასტურა.
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ თუ მთავრობა მომავალი 30 დღის განმავლობაში არ ფორმირდება, ის ახალ არჩევნებს დანიშნავს. ამ შემთხვევაში, არჩევნების სავარაუდო თარიღი იქნება 8 ივნისი.
სერბეთში მასშტაბური აქციების ტალღა, რომელსაც სათავეში სტუდენტები უდგანან, ნოემბერში მომხდარის შემდეგ დაიწყო – პირველ ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. პროტესტის მონაწილეები მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
15 მარტს ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები დედაქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბიდან ჩავიდნენ. მედიების გამოთვლებით, აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.