სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters იუწყება სერბეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით. პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა. მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.