სერბეთის სახელით მოასპარეზე, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

პუბლიკა

სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტსმენის Facebook-გვერდი ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ბელორუსი კირილ მასკევიჩი იქნება, რომელიც გასული წლის ბოლოს გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.

ფინალური შეხვედრა ხვალ, 24 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში 2020 წლიდან აგრძელებს.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. დათუნაშვილის ამბობდა, რომ ერთ-ერთმა მსაჯმა მისი ასპარეზობისას არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. პროტესტის შემდეგ კი მოჭიდავეს და მის ძმას ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიზიკურად გაუსწორდა. ხოლო პრეზიდენტმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.