სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ღამის ეკონომიკის მენეჯერმა, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „პუბლიკას” მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მის  ფუნქციებს კულტურის საქალაქო სამსახური შეითავსებს.

მერიის პრესამსახურში განმარტეს, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის სერგი გვაჯალაძემ შესაბამისი კვლევები თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაატარა, დასახა გეგმაც ამ მიმართულების განვითარებისთვის, თუმცა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება პანდემიის გამო შესაძლებელი აღარ არის.

სერგი გვარჯალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის მენეჯერად 2018 წლის მარტში დაინიშნა. ამავე წლის აპრილში სერგი გვარჯალაძემ „ღამის ეკონომიკის კონცეფცია წარმოადგინა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკა ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობს, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება.